შაბათი , დეკემბერი 21 2024
geen

საერთაშორისო ვიზიტორები საქართველოში: 2017 წელი

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით 2017 წელს საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 7,902,509 იყო, რაც წინა წელთან შედარებით 17.6 %-ით მეტია.

საერთაშორისო ვიზიტები ძირითადად ზაფხულში განხორციელდ ა და მთლიანი ვიზიტების 34.5 %-ს შეადგინა. საერთაშორისო ვიზიტების უმრავლესობა (38 %) დასვენების, გართობის, რეკრეაციის მიზნით განხორციელდა. ხშირად დაფიქსირებულ მიზნებს შორის არის მეგობრების/ნათესავების მონახულება (22 %), ტრანზიტი (18 %), შოპინგი (10 %) და პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობა (8 %). ვიზიტების მხოლოდ 1 %-ის შემთხვევაში დასახელდა ვიზიტის სხვა მიზანი.

ვიზიტის საშუალო ხანგრძლივობა 4.3 ღამეს შეადგენდა და ეს მაჩვენებელი განსხვავდებოდა სხვადასხვა ქვეყნის რეზიდენტების მიხედვით. საერთაშორისო ვიზიტების 50 % საქართველოს
დედაქალაქში განხორციელდა, მას მოჰყვება ბათუმი 30 %-ით.

აქ შეგიძლიათ იხილოთ დეტალური ინფორმაცია 2017 წელს საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების შესახებ. აქ კი დევს იგივე მონაცემები პრეზენტაციის სახით.

ამ ლინკზე შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია საერთაშორისო ვიზიტორების შესახებ 2016 წელს.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება