საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით 2016 წელს საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ 6,719,975 შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 6.6 %-ით მეტია. საერთაშორისო ვიზიტები ძირითადად ზაფხულში განხორციელდა და მთლიანი ვიზიტების 32.2 %-ს შეადგინა.
საერთაშორისო ვიზიტების უმრავლესობა (34 %) დასვენების, გართობის, რეკრეაციის მიზნით განხორციელდა. ხშირად დაფიქსირებულ მიზნებს შორის არის მეგობრების/ნათესავების მონახულება (23 %), ტრანზიტი (18 %), პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობა (10 %) და შოპინგი (9 %). ვიზიტების მხოლოდ 1 %-ის შემთხვევაში დასახელდა ვიზიტის სხვა მიზანი.
ვიზიტის საშუალო ხანგრძლივობა 3.9 ღამეს შეადგენდა და ეს მაჩვენებელი განსხვავდებოდა სხვადასხვა ქვეყნის რეზიდენტების მიხედვით. მეზობელი ქვეყნების რეზიდენტები საქართველოში შედარებით ხანმოკლე პერიოდით ჩერდებიან, რუსეთის რეზიდენტების გარდა, რომლებიც საქართველოში ხანგრძლივად, საშუალოდ 5.8 ღამით რჩებიან. ვიზიტის
ხანგრძლივობით ასევე გამოირჩევიან ევროპელები (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა – 8.9 ღამე, სხვა ევროპა – 10.6 ღამე).
საერთაშორისო ვიზიტების 49 % საქართველოს დედაქალაქში განხორციელდა, მას მოჰყვება ბათუმი 32%-ით.
აქ შეგიძლიათ იხილოთ დეტალური ინფორმაცია 2016 წელს საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების შესახებ. აქ კი დევს იგივე მონაცემები პრეზენტაციის სახით.
ამ ლინკზე შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია საერთაშორისო ვიზიტორების შესახებ 2017 წელს.
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”