2022 წლის 29 ოქტომბერს თბილისში, ლისის ტბის იპოდრომზე მესაქონლეობის ექსპო 2022 გაიმართა. ღონისძიების მხარდამჭერი იყო ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ

დაფინანსებული პროექტი „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესქონლეობაში“, რომელსაც ახორციელებს Land O’Lakes Venture 37 საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით.
მესაქონლეობის ექსპო 2022-ზე მონაწილეობა მიიღეს ქართული რძის ნიშნის მფლობელმა საწარმოებმა და ამ ნიშნის ადმინისტრატორმა საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტმა.
ღონისძიებას დაესწრნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გელა ხანიშვილი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.

მესაქონლეობის ექსპო 2022-ის მიზანი იყო მსხვილფეხა საქონლის რძისა და ხორცის პროდუქტების ადგილობრივ წარმოების ხელშეწყობა, ვაჭრობის პოტენციალის გაზრდა და ფერმერთა ტექნიკური უნარებისა და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების განვითარება, სფეროში ჩართული სპეციალისტებისა და ფერმერების დაკავშირება.




“ქართული რძის ნიშანი” მიეთითება იმ პროდუქტზე, რომელიც მზადდება მხოლოდ საქართველოში მიღებული ნედლი რძით და არ შეიცავს რძის ფხვნილს და/ან ნებისმიერ მცენარეულ ცხიმს. ნიშნის მიზანია ქართული რძით პროდუქტების პოპულარიზაცია, რაც ხელს შეუწყობს მომხმარებელს გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი რძისა და რძის პროდუქტების შეძენისას.