სამშაბათი , ნოემბერი 19 2024
geen

პირველადი აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა

აგროწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი წარმოების და გადამამუშავებელი/შემნახველი საწარმოების ხელშეწყობა თანადაფინანსების საშუალებით. პირველადი წარმოებისათვის პროგრამის პირობები შემდეგია:

მიზნობრიობა და კულტურები

პირველადი წარმოების ნაწილში პროგრამა აფინანსებს უკვე არსებული ბაღების განახლებას ან ახალი ბაღების გაშენებას შემდეგი კულტურებისთვის:

  • ხურმა
  • ვაშლი
  • ატამი
  • ბოსტნეული
  • დაფნა
  • თაფლი
  • კენკროვანი კულტურები
  • თაფლოვანი კულტურები
  • კაკალი
  • ყვავილების კულტურები
თანადაფინანსება

თანადაფინანსების პირობები შემდეგია:

  • პროგრამით გათვალისწინებული სააგენტოს თანადაფინანსება შეადგენს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 40 %-ს, ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა – 60 %-ს
  • ინდივიდუალური ფერმერებისთვის ან რეგისტრირებული კომერციული პირებისთვის თანადაფინანსების სიდიდეა არაუმეტეს 15,000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში,  ხოლო იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის, რომელთა მეპაიეების არანაკლებ 70%-ს კოოპერატივში პაის სახით შეტანილი აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0.1-10 ჰა მიწის ნაკვეთი, არაუმეტეს  150 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში. ამასთან, კოოპერატივზე გასაცემი თანადაფინანსების მოცულობა განისაზღვრება კოოპერატივების წევრების რაოდენობის შესაბამისად, წევრზე არაუმეტეს 15 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში
მოთხოვნები ბენეფიციარისადმი

პროექტში მონაწილეობის მისაღებად პოტენციური ბენეფიციარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • ბენეფიციარი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი ან ინდივიდუალური მეწარმე ან საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული კომერციული იურიდიული პირი (მათ შორის  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი)
  • სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ფართობი ერთ პირზე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 0.1 ჰა-ს და არაუმეტეს 10 ჰა-ს ან უნდა ფლობდეს სახელმწიფოსგან გრძელვადიანი იჯარით მიღებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს
  • სარწყავი სისტემის მოწყობის მიზნით თანადაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში, პოტენციურ ბენეფიციარს უნდა ჰქონდეს წვდომა განახლებად სარწყავ წყალთან

პროექტის დეტალური პირობები, შეზღუდვები, ვალდებულებები, დოკუმენტაციის ჩამონათვალი და ნიმუშები, გასავლელი ეტაპები შეგიძლიათ იხილოთ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება