ორშაბათი , დეკემბერი 30 2024
geen

ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურა

ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანია წარმოებული პროდუქტისა და მომსახურების საერთაშორისო აღიარებისთვის და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის. შესაბამისად, ხარისხის ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანია ექსპორტისთვის.

ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურა მოიცავს მეტროლოგიის, სტანდარტიზაციის, აკრედიტაციის, შესაბამისობის შეფასების (პროდუქციის შესაბამისობა სტანდარტთან), გამოცდებისა და ხარისხის მენეჯმენტთან დაკავშირებულ ასპექტებს.

  • მეტროლოგია – მეტროლოგია მოიცავს გაზომვებთან და გაზომვის საშუალებებთან  დაკავშირებულ ყველა ასპექტს; გაზომვის საშუალების მეტროლოგიური დაკალიბრებისა და დამოწმებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და დაკალიბრების ეროვნულ სააგენტოს ან კერძო ლაბორატორიებს.
  • სტანდარტიზაცია – უზრუნველყოფს პროდუქციისთვის და მასთან დაკავშირებული წარმოების მეთოდებისთვის წესების, ზოგადი პრინციპებისა და მახასიათებლების დადგენას, შესაბამისად ამყარებს ერთიან ტექნიკურ ენას მომწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის;
  • აკრედიტაცია – აკრედიტაცია არის პროცედურა, რომლითაც უფლებამოსილი პირი იძლევა ოფიციალურ აღიარებას, რომ პირი ან ორგანიზაცია კომპეტენტურია კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად.  აკრედიტაციის მოსაპოვებლად უნდა მიმართოთ სსიპ აკრედიტაციის ცენტრს.
  • შესაბამისობის შეფასება – შესაბამისობის შეფასება წარმოადგენს პროდუქტის სტანდარტებთან ან ტექნიკურ რეგლამენტებთან შესაბამისობის დადგენას.

***

სტატია შექმნილია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაცემთა საფუძველზე.

მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება