შაბათი , დეკემბერი 21 2024
geen

ინფლაცია საქართველოში: 2018, ივლისი

2018 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0,3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2,8 პროცენტი შეადგინა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები შემცირდა 1,1 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,32 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-12,6 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-10,7 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (2,7 პროცენტი);
  • ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 1,4 პროცენტით, რაც -0,05 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. აღნიშნულ პერიოდში ფასები შემცირდა როგორც ფეხსაცმლის (-2,4 პროცენტი), ასევე ტანსაცმლის (-1,0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.
  • ტრანსპორტი: ფასები გაზრდილია 1,2 პროცენტით. შესაბამისად ჯგუფის  წვლილმა  თვის ინფლაციაში 0,15 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (1,7 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1,3 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-1,6 პროცენტი);

სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

***

სტატია შექმნილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა საფუძველზე. 

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება