შაბათი , დეკემბერი 28 2024
geen

ინფლაცია საქართველოში: 2018, აგვისტო

2018 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 %, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.1 % შეადგინა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 1.5 %-ით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0.44 %-ული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (16.4 %), ასევე რძე, ყველი და კვერცხი (4.8 %). ამასთან, ფასების 16.2 %-იანი კლება დაფიქსირდა ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფზე;
  • ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 1.1 %-ით, რაც -0.04 %-ული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. აღნიშნულ პერიოდში ფასები შემცირდა როგორც ფეხსაცმლის (-1.3 %), ისე ტანსაცმლის (-1.1 %) ქვეჯგუფებზე.

სრული ინფორმაცია იხილეთ  ბმულზე.

***

სტატია შექმნილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა საფუძველზე. 

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება