ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან მსოფლიოს 48 ქვეყანაში ექსპორტირებულია 38.2 მლნ ბოთლი ღვინო (0.75 ლტ. მოცულობის), რაც 21 %-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 90.3 მლნ აშშ დოლარია – თანხის მიხედვით ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28 % შეადგინა.
ქართული ღვინის ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე როგორც ევროპისა და აზიის მიმართულებით, ისე აშშ-ში და სხვა ტრადიციულ ბაზრებზე.
2018 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში:
- იაპონია – 200 % (სულ 2018 წლის პირველ 6 თვეში ექსპორტირებულია 130,638 ბოთლი ღვინო)
 - ჩეხეთი – 134 % (30,456)
 - ყირგიზეთი 81 % (140,370)
 - სამხრეთ კორეა – 78 % (31,650)
 - ნიდერლანდები – 68 % (38,799)
 - დიდი ბრიტანეთი – 67 % (46,782)
 - გერმანია – 43 % (286,054)
 - ყაზახეთი – 42 % (1,652,292)
 - უკრაინა – 41 % (4,191,217)
 - ლატვია – 32 % (905,982)
 - პოლონეთი – 30 % (1,573,328)
 - რუსეთი – 24 % (24,022,113)
 - ესტონეთი – 22 % (294,900)
 - ლიეტუვა – 9 % (188,052)
 - აშშ – 7 % (188,762)…
 
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია:
- რუსეთი (სულ 2018 წლის პირველ 6 თვეში ექსპორტირებულია 24 022 113 ბოთლი ღვინო)
 - უკრაინა (4,191,217),
 - ჩინეთი (2 975 804)
 - ყაზახეთი (1,652,292)
 - პოლონეთი (1,573,328).
 
საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 190-მა კომპანიამ განახორციელა.
***
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”
business.org.ge პორტალი მეწარმეებისთვის