შაბათი , დეკემბერი 21 2024
geen

ფინანსური ინსტიტუტები საქართველოში: 2018 წ. მაისი

2018 წლის მაისის მდგომარეობით საქართველოში 16 კომერციული ბანკი მოქმედებდა (134 ფილიალით და 791 სერვის-ცენტრით), მათი სააქციო კაპიტალის სიდიდე 4.6 მლრდ. ლარზე მეტი იყო; ამავე დროისთვის საქართველოში 2 არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება, 72 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, 1,106 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი, 1 საფონდო ბირჟა, 17 სადაზღვევო კომპანია და 3 საპენსიო ფონდი მუშაობდა. ბანკების მაქსიმალური რაოდენობა – 105 – დაფიქსირდა 1995 წელს, მინიმალური კი 2017 წლის მაისიდან დღემდე (16 ბანკი); სადაზღვევო კომპანიების მაქსიმალური რაოდენობა 1997 წელს იყო (25 კომპანია), მინიმალური – 11 კომპანია – 2007 წლის ივნის-ივლისში.

2018 წლის მაისის მდგომარეობით კომერციულ ბანკებში 25,000-მდე, ხოლო სადაზღვევო კომპანიებში – 3,000-მდე ადამიანი იყო დასაქმებული.

აღნიშნული დაწესებულებების შესახებ დეტალური მონაცემები წლების მიხედვით შეგიძლიათ იხილოთ ფაილში ინფორმაცია ფინანსური ინსტიტუტების შესახებ.

***

სტატია შექმნილია ეროვნული ბანკის მონაცემთა მიხედვით.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”.

Comments

Comments

კომენტარის დატოვება