შაბათი , დეკემბერი 21 2024
geen

ფინანსთა სამინისტროს აკადემია

ფინანსთა სამინისტროს აკადემია წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც მოწოდებულია საზოგადოების ყველა სეგმენტს შესთავაზოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე და მოთხოვნებზე მორგებული მაღალი ხარისხის სასწავლო პროგრამები და ტრენინგები.

აკადემია ზრუნავს პროფესიონალიზმის დონის ამაღლებაზე ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, ასევე, ქვეყნის მასშტაბით ადამიანური რესურსის კომპეტენციის გაძლიერებაზე. აკადემია მიზნად ისახავს, დააკმაყოფილოს საქართველოში არსებული საჭიროებები პროფესიული ცოდნის, უნარებისა და განვითარების მხრივ, მსმენელების, თანამშრომლების თუ საზოგადოებისთვის სასარგებლო და ღირებული ინფორმაციის მოგროვების, ანალიზისა და გავრცელების გზით.

ფინანსთა სამინისტროს აკადემია მჭიდროდ თანამშრომლობს როგორც სახელმწიფო, ასევე ბიზნეს სექტორთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საუნივერსიტეტო წრეებთან. პრიორიტეტული მიმართულებებია: ფინანსები, ბიუჯეტირება, საგადასახადო ადმინისტრირება, ბუღალტერია, მენეჯმენტი, უცხო ენები და პროფესიული უნარების განვითარებაზე მიმართული სხვა პროექტები.

ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მისია ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუციისა და კერძო სექტორის განვითარების მხარდაჭერაა. რასაც აკადემია სასერტიფიკაციო და ტრენინგ პროგრამების, კადრების პროფესიული უნარების გაუმჯობესების, სტაჟირების პროგრამებში ჩართვისა და შემდგომი დასაქმების ხელშეწყობის გზით ახორციელებს.

აკადემიის სერვისებში შედის:

  • სასწავლო კურსები და ტრენინგები – აკადემიაში კურსები მსმენელთა საჭიროებებზეა მორგებული. ისინი თეორიულ სწავლებასთან ერთად ორიენტირებულია პრაქტიკული გამოცდილების შეძენაზე, რაც მსმენელებს პროფესიულ და კარიერულ განვითარებაში ეხმარებათ.
  • ტესტირებები აკადემიაში – საკადრო რესურსის სწორად შერჩევისა და განვითარებისთვის აკადემიას დამუშავებული აქვს ცოდნისა და კვალიფიკაციის შესამოწმებელი პროფესიული ტესტები, ასევე,  პიროვნების შესაძლებლობების საკვლევი ტესტები.
  • ღია სამუშაო შეხვედრები – აკადემიაში რეგულარულად იმართება სამუშაო შეხვედრები, რომლის ფარგლებში აკადემიის ტრენერები დაინტერესებულ პირებთან განიხილავენ მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებს, სიახლეებსა და საკანონმდებლო ცვლილებებს.

იხილეთ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სასწავლო კურსების კალენდარი 2017 წლის სექტემბერი – დეკემბრისთვის.

***

სტატია შექმნილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მონაცემთა საფუძველზე.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება