საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდიდან შეგიძლიათ გადმოწეროთ ექსპორტ-იმპორტის მონაცემები (Excel ფორმატის ფაილებში). ფაილები ვებ-გვერდზე იდება ყოველთვიურად. თითოეულ ფაილში მოცემულია შემდეგი ინფორმაცია: საქონლის სეს ესნ კოდი, რეჟიმი (იმპორტი, ექსპორტი), პარტნიორი ქვეყანა, მასა, ღირებულება აშშ დოლარებში და რაოდენობის დამატებითი მაჩვენებელი. საინტერესო საქონლის მოსაძებნად საჭირო სეს ესნ (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის) კოდები შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე (სრული ჩამონათვალი).
***
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”