კვირა , ოქტომბერი 6 2024
geen

კანონმდებლობა

თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი

თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი ადგენს მოთხოვნებს ნატურალური თაფლის მიმართ და აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ თაფლის წარმოებისა და ბაზარზე განთავსების საკითხებს. ტექნიკური რეგლამენტი მიზნად ისახავს თაფლის წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას. ტექნიკური რეგლამენტი ადგენს მოთხოვნებს თაფლის მიმართ, თაფლის მარკირებისა და ეტიკეტირების შესახებ, თაფლის ბაზარზე განთავსების პირობების შესახებ, ბიზნესოპერატორის მიმართ, …

ვრცლად »

”საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ” საქართველოს კანონი

”საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ” საქართველოს კანონის მიზანია ინვესტიციების მოზიდვა და მიმზიდველი გარემოს შექმნა იმ პირებისათვის, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას განახორციელებენ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში. საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობასთან დაკავშირებული ურთიერთობები და ვირტუალური ზონის პირის დაბეგვრასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება ამ კანონით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. *** სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. …

ვრცლად »

”პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი

”პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მიზანია პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა. პერსონალური მონაცემია ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, …

ვრცლად »

”რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონი

”რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონი არეგულირებს საქართველოს სასაქონლო (სამუშაოთა, მომსახურების) და საფინანსო ბაზრებზე (ფასიანი ქაღალდების ბაზრის ჩათვლით) რეკლამის წარმოების, განთავსებისა და გავრცელების დროს წარმოქმნილ სამართლებრივ ურთიერთობებს. კანონის მიზანია რეკლამის სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება, საზოგადოებრივი ინტერესების, რეკლამის სუბიექტებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვა, არასათანადო რეკლამის თავიდან აცილება და აღკვეთა. კანონი ვრცელდება საქართველოსა და …

ვრცლად »

”ინოვაციების შესახებ” საქართველოს კანონი

”ინოვაციების შესახებ” საქართველოს კანონის მიზანია საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელი ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის შექმნა და სრულყოფა, ქვეყანაში ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობა, სხვა სახელმწიფოებში შექმნილი ტექნოლოგიების საქართველოში ათვისების ხელშეწყობა, საქართველოში შექმნილი ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების დანერგვისა და ექსპორტის ხელშეწყობა, მოწინავე ტექნოლოგიების მეცნიერებისა და ეკონომიკის ყველა სფეროში შეღწევა ამ სფეროთა კონკურენტუნარიანობის …

ვრცლად »

”ტურიზმისა და კურორტების შესახებ” საქართველოს კანონი

”ტურიზმისა და კურორტების შესახებ” საქართველოს კანონი არეგულირებს ტურიზმისა და საკურორტო საქმიანობის სფეროში არსებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სახელმწიფო რეგულირების პრინციპებს, დარგის ეკონომიკური  საქმიანობას და დაფინანსებას, საერთაშორისო თანამშრომლობას და სხვა საკითხებს. *** სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

ვრცლად »

”თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონი

”თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მიზანია საქართველოში ტურიზმის განვითარება და მეწარმეობის ხელშეწყობა, რისთვისაც ეს კანონი ადგენს პირობებს თავისუფალ ტურისტულ ზონებში სასტუმროების მშენებლობისა და ფუნქციონირებისათვის, ასევე საგადასახადო და სხვა შეღავათებს. კანონი ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ თავისუფალ ტურისტულ ზონებზე, რომელთა კოორდინატებიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. *** სტატიაზე ყველა საავტორო …

ვრცლად »

მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების, შეჩერებისა და შეწყვეტის წესი

მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ განხორციელებული საქმიანობით მიღებული შემოსავალი თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან ამ სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში (სტატუსის მინიჭების კალენდარული წლის ჩათვლით). მაღალმთიანი დასახლების საწარმოს საკუთრებაში არსებული, ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე ქონება თავისუფლდება ქონების გადასახადისგან შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში …

ვრცლად »

”კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონი

”კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონი არეგულირებს კომერციული ბანკების ლიცენზირების, მართვის, შერწყმის, მიერთების, გაყოფის, საბანკო საიდუმლოების საკითხებს, ეკონომიკურ ლიმიტებს და ნორმატივებს, აუდიტს, ანგარიშგებას და სხვა საკითხებს. *** სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

ვრცლად »

”დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონი

”დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონი აწესრიგებს ურთიერთობებს დაზღვევის სფეროში სადაზღვევო ორგანიზაციებსა და იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შორის, აგრეთვე თვით სადაზღვევო ორგანიზაციებს შორის, ადგენს სადაზღვევო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების ძირითად პრინციპებს. *** სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

ვრცლად »