შაბათი , დეკემბერი 21 2024
geen

ბაზრები

სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ფასები საქართველოში: 2014-2017

ქვემოთ მოცემულია სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების საშუალო წლიური ფასები (ლარი/კგ.) ”ფერმის კართან” – ამ პროდუქტების მწარმოებლებისგან შესყიდვის ფასები როგორც მთლიანად საქართველოში, ისე ცალკეული რეგიონების მიხედვით 2014-2017 წლებში. აგროწარმოებით დაინტერესებულ პირებს ეს მონაცემები გამოადგებათ სხვადასხვა პროდუქტის ფასების წლიური დინამიკის დასანახად და, შესაძლებელია, საკუთარი აგროპროდუქციის ფასების პროგნოზირებისთვისაც. სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ფასები საქართველოში *** სტატია შექმნილია …

ვრცლად »

ტურისტული სერვისის მიმწოდებლები: ავიაცია (2018, იანვარი – ოქტომბერი)

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის  მიერ მომზადებულ ცხრილში წარმოადგენილია ინფორმაცია 2018 წლის იანვარი-ოქტომბრის პერიოდში საქართველოში არსებული აეროპორტების მგზავრებისა და ფრენების შესახებ. ცხრილში იხილავთ აეროპორტების მიერ შესრულებული ფრენების სიხშირის, მიმართულებისა და მგზავრების რაოდენობის როგორც თითოეული თვის, ისე 2018 წლის იანვარი – ოქტომბრის ჯამურ მაჩვენებლებს, რომელთა შედარებაც შეგიძლიათ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან. ტურიზმის …

ვრცლად »

საწარმოთა დაბადება და გარდაცვალება ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიხედვით: 2015-2016

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით 2016 წელს საქართველოში 158,173 აქტიური საწარმო მოქმედებდა, რომლებშიც 601,905 პირი იყო დასაქმებული. 2016 წელს შეიქმნა 31,980 ახალი საწარმო (აქედან 17,449 იყო ინდივიდუალური მეწარმე, 14,241 – შპს, 290 – სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმო), ხოლო ბაზრიდან 22,344 საწარმო გავიდა (აქედან 14,882 იყო ინდივიდუალური მეწარმე, 7,331 – შპს, 131 …

ვრცლად »

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი: 2018, სექტემბერი

მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს. საგარეო ვალის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგარეო ვალის სტატისტიკა, სახელმძღვანელო შემდგენელთათვის და მომხმარებლებისათვის" - 2003, შესაბამისად. საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა..

ვრცლად »

ტურისტული სერვისის მიმწოდებლები: განთავსების საშუალებები (2016-2018)

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის  მიერ მომზადებულ ცხრილში წარმოადგენილია ინფორმაცია 2016 - 2018 წლების პერიოდში საქართველოში არსებული ტურისტული განთავსების საშუალებების შესახებ. ცხრილში იხილავთ სტატისტიკურ მონაცემებს განთავსების ობიექტების რაოდენობის, ტიპის, მათი რეგიონული ადგილმდებარეობის, მშენებარე და ახალი სასტუმროების შესახებ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცხრილი "ტურისტული სერვისის მიმწოდებლები: განთავსების საშუალებები (2016-2018)" იხილეთ აქ..

ვრცლად »

ტურიზმი საქართველოში: 2018 წელი

2018 წელს საქართველოში 8,679,544 საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მომზადებულ ცხრილში წარმოადგენილია 2018 წლის იანვარი – დეკემბრის პერიოდში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მახასიათებლები. ცხრილში ასევე იხილავთ სტატისტიკურ მონაცემებს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის, მათი რეზიდენტობის ქვეყნის, ვიზიტორთა რაოდენობის მიხედვით ტოპ 15 ქვეყნისა და საზღვრის ტიპების..

ვრცლად »

ქართული ღვინის ექსპორტი: 2018

2018 წელს, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 86,2 მლნ ბოთლი (0.75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც ბოლო თითქმის 30 წლის რეკორდული მაჩვენებელია. ზრდამ 2017 წელთან შედარებით 13 %-ს მიაღწია. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 203 მლნ. აშშ დოლარს აღწევს, რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 20 %-ითაა გაზრდილი. ექსპორტის ზრდა ქვეყნების მიხედვით ექსპორტი გაზრდილია ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: იაპონია - 37 % (სულ 211,883 ბოთლი ღვინო), პოლონეთი - 31 % (3,508,122), დიდი ბრიტანეთი..

ვრცლად »

საერთაშორისო ვიზიტორები საქართველოში: 2018, ივლისი – სექტემბერი

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიში წარმოადგენს 2018 წლის III კვარტალში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მახასიათებლების მიმოხილვას. გამოცემის მთავარ ინტერესს წარმოადგენს დასვენების და ბიზნესის მიზნებთან დაკავშირებული ვიზიტები, ასევე მოგზაურობის განმავლობაში გაწეული დანახარჯები. ანგარიშში იხილავთ სტატისტიკურ მონაცემებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები..

ვრცლად »

სამაცივრე მეურნეობების ძირითადი მაჩვენებლები: 2014-2018, III კვარტალი

ქვემოთ მოცემულია საქართველოში მოქმედი სამაცივრე მეურნეობების ძირითადი მაჩვენებლები (მომხმარებელთა რაოდენობა, მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობა, კამერების რაოდენობა, კამერების ტევადობა და ა.შ.), სამაცივრე მეურნეობებში პროდუქციის შენახვასთან და გადაყიდვისთვის განკუთვნილ პროდუქციასთან დაკავშირებული მონაცემები 2014 წლიდან 2018 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით. სამაცივრე მეურნეობების ძირითადი მაჩვენებლები..

ვრცლად »

2012 წელს დაბადებულ საწარმოთა გადარჩენა 2013-2016 წლებში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით 2012 წელს საქართველოში შეიქმნა 30,229 ახალი საწარმო, ამათგან 2013 წელს აქტიური იყო 22,258 საწარმო (73.6 %), ხოლო მე-4 წელს აქტიური იყო 2012 წელს დაარსებული საწარმოების 40.4 % (12.216 საწარმო). შემდეგი ლინკიდან შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ 2012 წელს დაბადებულ საწარმოთა გადარჩენის მაჩვენებლები საქმიანობის სახეების (სექციების) მიხედვით 2013-2016 წლებში. …

ვრცლად »