შაბათი , დეკემბერი 21 2024
geen

ბროშურა “ბინის შეძენა იპოთეკური სესხით”

საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებულია პრაქტიკული სახელმძღვანელო მომავალი ბინათმესაკუთრეებისთვის “ბინის შეძენა იპოთეკური სესხით”. ბროშურაში განხილულია იპოთეკური სესხის აღებასთან დაკავშირებულ ძირითადი საკითხები, მათ შორის, ამ ტიპის სესხის რისკები და შესაძლებლობები. ბინის ან სახლის გრძელვადიანი იპოთეკური სესხით შეძენა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ნებისმიერი ოჯახისათვის. შესაბამისად, აღნიშნული გამოცემა პოტენციურ ბინათმესაკუთრეებს მნიშვნელოვან და საჭირო ინფორმაციას სთავაზობს, რაც მათ ჯანსაღი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებასა და ჭარბვალიანობის თავიდან აცილებაში დაეხმარება. დამატებით, აღნიშნული ბროშურა მომხმარებლებს სთავაზობს იმ მნიშვნელოვანი საკითხების ჩამონათვალსაც, რომელიც გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებლად უნდა განიხილონ გამსესხებლებთან.

თუ დაინტერესებული ხართ სახლის ან ბინის შეძენით, წარმოდგენილი ბროშურა დაგაკვალიანებთ:

• როგორ განსაზღვროთ ბინის შეძენასთან დაკავშირებული მთლიანი დანახარჯი
• როგორ შეაფასოთ რა თანხის სესხების შესაძლებლობა გაქვთ
• რომელია კონტრაქტის ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა ვალუტის, საპროცენტო განაკვეთების, დაფარვის ვადებისა და დაფარვის გრაფიკის გათვალისწინებით.

ბროშურა ასევე გვთავაზობს:

• დეტალურ ინსტრუქციას, რომელიც დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში
• შეკითხვების ჩამონათვალს, რომლებიც კრედიტორს უნდა დაუსვათ იპოთეკური სესხის აღებამდე
• პრაქტიკულ მინიშნებებს სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც უნდა გახსოვდეთ ბინის ყიდვის დროს

Comments

Comments

კომენტარის დატოვება