სამშაბათი , ნოემბერი 19 2024
geen

აწარმოე საქართველოში: წლიური ანგარიში 2017 (ENG)

სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ქვემოთ მოცემულ ანგარიშში წარმოდგენილია უწყების მიერ განხორციელებული აქტივობები 2017 წლისთვის. საქართველოში ბიზნესის განვითარებისთვის შემუშავებული მხარდაჭერის მექანიზმები მოიცავს ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარებას, მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობასა და კინოინდუსტრიის განვითარებას.

  • ფინანსებზე ხელმისაწვდომობა: საერთო ინვესტიცია – 491 მლნ ლარი; პროექტების რაოდენობა – 210; ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობა – 9,000 ; სესხის საერთო სიდიდე – 306 მლნ ლარი;
  • სასტუმრო ინდუსტრიის განვითარება: საერთო ინვესტიცია – 108 მლნ ლარი; პროექტების რაოდენობა – 37; ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობა – 1200; სასტუმროს ახალი ნომრების რაოდენობა – 1133; სესხის საერთო სიდიდე – 44,8 მლნ ლარი;
  • მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა: დატრენინგებული ხალხის რაოდენობა – 14,574;  მხარდაჭერილი პროექტების რაოდენობა – 5,313; დაფინანსებული მეწარმეების რაოდენობა – 8,412;
  • კინოინდუსტრიის განვითარება: საერთო ინვესტიცია – 17,8 მლნ ლარი; პროექტების რაოდენობა – 10; დასაქმებული ადამიანების რაოდენობა – 1,852;

იხილეთ სრული ანგარიში.

***

სტატიის წყაროა “აწარმოე საქართველოში“.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება