ოთხშაბათი , დეკემბერი 4 2024
geen

აწარმოე საქართველოში: სასტუმრო ინდუსტრიის განვითარება

2016 წლიდან სახელმწიფო პროგრამას “აწარმოე საქართველოში” ახალი კომპონენტი დაემატა, რომელიც მეწარმეებს შესა­ძლებლობას აძლევს რეგიონებში განავითაროს სასტუმრო ბიზნესი, შექმნას სამუშაო ადგილები, მოიზიდოს მეტი დამსვენებელი და ხელი შეუწყოს რეგიონის განვითარებას. პროექტი ხორციელდება საქართველოს მასშტაბით, თბილისისა და ბათუმის გარდა.

ახალი კომპონენტი მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომს ხდის ფინანსებს და საკონსულტაციო მომსახურებას და ამასთანავე ხდება წარმატებული საერთაშორისო ბრენდების გამოცდილების დანერგვა ე.წ “ფრენჩაიზინგის” ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახადების თანადაფინანსებით.

ბიზნეს გეგმის საკითხები:
  • რეზიუმე, კომპანიის მოკლე ისტორია (დაარსების თარიღი)
  • მიზნები
  • მისია
  • მენეჯერული გუნდი
  • პერსონალი
  • სასტუმროს ადგილმდებარეობა
  • ნომრების რაოდენობა
  • კომპანიის საკუთრება
  • პროდუქტები (სერვისები)
  • ბაზრის მოკლე  ანალიზი
  • ბაზრის სეგმენტაცია
  • სტრატეგია
  • SWOT ანალიზი
  • კონკურენტული უპირატესობა
  • გაყიდვების სტრატეგია
  • გაყიდვების პროგნოზი
  • მარკეტინგული სტრატეგია
  • საპროგნოზო მოგება და ზარალის უწყისი (2 წლის)
  • ბალანსი
  • საპროგნოზო Cash Flow (2 წლის)

*პროგრამის ფარგლებში, 2017 წლის იანვრიდან,  მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხები განიხილება

იხილეთ ვრცლად.

***

სტატია შექმნილია სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” მონაცემთა საფუძველზე. 

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება