სამშაბათი , ნოემბერი 19 2024
geen

აწარმოე საქართველოში: ბიზნეს სერვის ცენტრი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით დაფუძნებული სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” სერვის ცენტრი წარმოადგენს  მრავალფუნქციურ ბიზნეს სივრცეს.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია შემდეგი მომსახურებების თუ ინფორმაციის ერთ სივრცეში მიღება:

  • ინფორმაცია ბიზნეს სექტორის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებზე
  • სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” მონაცემთა ბაზაში არსებულ პოტენციურ ბიზნეს პარტნიორებთან დაკავშირება
  • მცირე და საშუალო მეწარმეების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა

*ერთ-ერთი მექანიზმი, რომელიც  მოცემული მიმართულებით იქნება გამოყენებული  Enterprise Europe Network – ევროპის მეწარმეთა ქსელია, რომელშიც სააგენტო “აწარმოე საქართველოში” საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად გაწევრიანდა

გარდა აღნიშნული მომსახურებებისა  მეწარმე შეძლებს უსასყიდლოდ ისარგებლოს სერვის ცენტრის ინფრასტრუქტურით:

  • წვდომა ელექტრონულ და ბეჭდურ რესურსებზე
  • ბიბლიოთეკა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ტიპის ბიზნეს ლიტერატურას
  • შეხვედრების/საკონფერენციო ოთახი

ხსენებული ინფრასტრუქტურა ასევე იქნება გამოყენებული ლექციებისა და სემინარებისა მოსაწყობად, როგორც მეწარმეებისთვის, ისე სკოლებისა და უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის.

სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” სერვის ცენტრის კონცეფცია აშშ-ში დამკვიდრებულ SBDC-ის (მცირე ბიზნესის განვითარების ცენტრების) პრაქტიკას  ეფუძნება.

***

სტატიის წყაროა “აწარმოე საქართველოში“.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება