შაბათი , დეკემბერი 21 2024
geen

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროექტი ”ქართული ჩაი”: 2016-2017

პროექტის მიზანი და პირობები

პროექტის მიზანია კერძო სექტორში და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია, ჩაის, როგორც აგრარული კულტურის პოტენციალის ეფექტიანად
გამოყენება, ჩაის თანამედროვე გადამმუშავებელი საწარმოების შექმნა, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის, ბიო ჩაი) წარმოების ზრდის ხელშეწყობა.

პროექტის ფარგლებში იურიდიული პირები (გარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა), რომლებსაც საკუთრებაში გააჩნიათ მიწის ნაკვეთი, მიიღებენ პლანტაციების რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხის 60 %-ს, ხოლო მიწის ნაკვეთის იჯარით აღების შემთხვევაში თანადაფინანსების სიდიდე იზრდება 70 %-მდე. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები საკუთრებაში მქონე მიწის ნაკვეთების შემთხვევაში მიიღებენ პლანტაციების რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხის 80 %-ს, ხოლო მიწის ნაკვეთის იჯარით სარგებლობის შემთხვევაში – 90 %-ს.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს პლანტაციის რეაბილიტაციის შემდეგ სახელმწიფოსგან სრულიად უსასყიდლოდ გადაეცემათ ჩაის პირველადი გადამუშავებისთვის საჭირო ყველა მანქანა-დანადგარი.

დამტკიცებული პროექტები

პროექტის ფარგლებში 2016-2017 წლებში 24 ბენეფიციარს დაუმტკიცდა 28 განაცხადი. პლანტაციების ჯამური ფართობი შეადგენს 633 ჰა-ს, რეაბილიტაციის ჯამური ღირებულება  1,589,451 ლარია, საიდანაც სააგენტოს თანადაფინანსებაა 1,121,815 ლარი.

2017 წელს, პროექტის ფარგლებში დამტკიცებულია 19 განაცხადი. ჯამური ფართობი შეადგენს 385 ჰექტარს. პროექტების ჯამური ღირებულება შეადგენს 971,371 ლარს, საიდანაც
სააგენტოს თანადაფინანსება 677,913 ლარია.

შემდეგ ლინკზე შეგიძლიათ იხილოთ ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროექტის პირობები.  უფასო ინფორმაცია და კონსულტაციები შეგიძლიათ მიიღოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქოლ-ცენტრიდან სატელეფონო ნომრებზე 1501 და 032 2 47 01 01 და სამინისტროს რეგიონულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში.

***

სტატიის წყაროა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

 

Comments

Comments

კომენტარის დატოვება