შაბათი , დეკემბერი 21 2024
geen

TED საუბრები: 10 ხერხი უკეთესი დიალოგისთვის

 

ფილმიდან “ჩემი მშვენიერი ლედი” ჰენრი ჰიგინსის რჩევას თუ მივყვებით, საუბარი ამინდისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის განხილვით უნდა დავიწყოთ. თუმცა, დღესდღეობით კლიმატური ცვლილებისა და ანტი-ვაქსინის პერიოდში, აღნიშნული თემებიც არც თუ ისე უსაფრთხო შეიძლება გამოდგეს. სამყაროში, სადაც ვცხოვრობთ, ნებისმიერი სახის დიალოგი შეიძლება გადაიზარდოს კამათში და ყველაზე ტრივიალურ თემებზეც ვერ ავირიდოთ მოსაუბრეთა დაპირისპირება.  ამერიკაში ჩატარებულმა 10, 000 რესპოდენტიანმა კვლევამ აჩვენა, რომ დღეს საზოგადოება ყველაზე პოლარიზებული და დაყოფილია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ჩვენ ნაკლებად მივდივართ კომპრომისზე, რაც იმას ნიშნავს, რომ არ ვუსმენთ ერთმანეთს და ვირჩევთ ბინას, მეგობრებს, მეუღლეებს, სამსახურს იმაზე დაყრდნობით, რისიც უკვე გვჯერა.

დიალოგი ითხოვს ბალანსს საუბარსა და მოსმენას შორის. ყველას გვქონია ისეთი დიალოგები, რომელსაც  ინსპირაცია მოუცია ჩვენთვის, რეალური კავშირი დაგვიმყარებია მოსაუბრესთან და გვიგრძვნია, რომ ჩვენი სათქმელი სრულიად გაიგეს. რატომ არ შეიძლება ყველა დიალოგი ასეთად ვაქციოთ? შემდეგი 10 წესი დაგეხმარებათ უკეთესი საუბრის წარმართვაში:

  • შეწყვიტეთ მულტითასქინგი (რამდენიმე ამოცანაზე ერთდროულად ფიქრი);
  • მოერიდეთ დოგმატურ განცხადებებს;
  • დასვით ღია კითხვები (ვინ? რა? როდის? სად? რატომ? როგორ?);
  • მიყევით ფიქრების ნაკადს;
  • თუ არ იცით, თქვით, რომ არ იცით;
  • ნუ გაუტოლებთ საკუთარ გამოცდილებას სხვებისას;
  • ეცადეთ არ ისაუბროთ ერთი და იმავე რამეზე ხშირად;
  • ნუ წამოწევთ დეტალებს (თარიღები, სახელები, წლები,..);
  • მოისმინეთ;
  • ისაუბრეთ ლაკონურად…

იხილეთ ვიდეო ინგლისური და რუსული სუბტიტრებით:

 

***

სტატიის წყარო TED.com 

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება