პარასკევი , მაისი 3 2024
geen

საპროცენტო განაკვეთების შედარება საცალო საკრედიტო პროდუქტებისათვის

 

კვლევა “საპროცენტო განაკვეთების შედარება საცალო საკრედიტო პროდუქტებისათვის ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში და სასესხო პორტფელის ხარისხის შედარება საქართველოს საბანკო და არა-საბანკო სექტორებში” ჩატარებულია ISET-ის პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ თიბისი ბანკისათვის 2018 წლის აპრილი-მაისის პერიოდში. მისი მიზანი იყო საკრედიტო პროდუქტებზე ქვეყნების ეფექტური საპროცენტო განაკვეთების შედარება.

  • კვლევა მოიცავს 48 მოწინავე ბანკს შემდეგ 13 ქვეყანაში: აზერბაიჯანი, ალბანეთი, მაკედონია, პოლონეთი, რუსეთი, რუმინეთი, საქართველო, სერბეთი, სომხეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ჩეხეთი და ხორვატია. შერჩეული ქვეყნები წარმოადგენენ გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს სამხრეთ კავკასიის, ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონებიდან.
  • აღნიშნული ქვეყნებიდან ბანკების შერჩევის კრიტერიუმები შემდეგია: ბანკები შერჩეული იქნა აქტივების ზომის მიხედვით. თითოეულ საკრედიტო პროდუქტზე ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში, მკვლევარების ჯგუფი უკავშირდებოდა შემდეგ უმსხვილეს ბანკს, მანამ, სანამ თითოეულ პროდუქტზე ორი დაკვირვება მაინც არ მოგროვდებოდა.
  • გამოკითხვა მოიცავს 5 საკრედიტო პროდუქტს (ადგილობრივ და უცხოურ ვალუტაში): ფიქსირებულ განაკვეთიანი იპოთეკური სესხი, მცურავ განაკვეთიანი იპოთეკური სესხი, უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი, არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი და საკრედიტო ბარათები.

იხილეთ სრული კვლევა.

 

***

სტატიის წყაროა ISET Policy Institute.

მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

 

Comments

Comments

კომენტარის დატოვება