ხუთშაბათი , დეკემბერი 26 2024
geen

ღვინის ექსპორტი: 2018 წლის იანვარი-ივნისი

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან მსოფლიოს 48 ქვეყანაში ექსპორტირებულია 38.2 მლნ ბოთლი ღვინო (0.75 ლტ. მოცულობის), რაც 21 %-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 90.3 მლნ აშშ დოლარია – თანხის მიხედვით ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28 % შეადგინა.

ქართული ღვინის ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე როგორც ევროპისა და აზიის მიმართულებით, ისე აშშ-ში და სხვა ტრადიციულ ბაზრებზე.
2018 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში:

  • იაპონია – 200 % (სულ 2018 წლის პირველ 6 თვეში ექსპორტირებულია 130,638 ბოთლი ღვინო)
  • ჩეხეთი – 134 % (30,456)
  • ყირგიზეთი 81 % (140,370)
  • სამხრეთ კორეა – 78 % (31,650)
  • ნიდერლანდები – 68 % (38,799)
  • დიდი ბრიტანეთი – 67 % (46,782)
  • გერმანია – 43 % (286,054)
  • ყაზახეთი – 42 % (1,652,292)
  • უკრაინა – 41 % (4,191,217)
  • ლატვია – 32 % (905,982)
  • პოლონეთი – 30 % (1,573,328)
  • რუსეთი – 24 % (24,022,113)
  • ესტონეთი – 22 % (294,900)
  • ლიეტუვა – 9 % (188,052)
  • აშშ – 7 % (188,762)…

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია:

  • რუსეთი  (სულ 2018 წლის პირველ 6 თვეში ექსპორტირებულია 24 022 113 ბოთლი ღვინო)
  • უკრაინა (4,191,217),
  • ჩინეთი  (2 975 804)
  • ყაზახეთი  (1,652,292)
  • პოლონეთი (1,573,328).

საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 190-მა კომპანიამ განახორციელა.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება