ლევან ოქროპირიძე ერთ-ერთია იმ ადამიანთა შორის, ვინც ისარგებლა აგროკრედიტით და განავითარა თავის სასოფლო-სამეურნეო წარმოება. იგი წარმოშობით აჭარიდანაა, ცხოვრობს ქობულეთში და ქობულეთშივე აქვს ჩაის გადამამუშავებელი საწარმო.
ყველაფერი დაიწყო 20 წლის წინ, როდესაც ლევანი თავის მომავალ მონღოლ პარტნიორებსა და მეგობრებს შეხვდა. მათ სურდათ მონღოლეთის ბაზარზე შეეტანათ რაიმე პროდუქტი, შეისწავლეს ადგილობრივი ბაზარი და არჩევანი ქართულ ჩაიზე შეაჩერეს. მათ გადაწყვიტეს 1993 წელს დაეარსებინათ კომპანია „ემირი“, რომელიც მწვანე აგურა ჩაის გადაამუშავებდა და გაიტანდა ექსპორტზე მონღოლეთში. მას შემდეგ რაც გარკვეულმა პერიოდმა გაიარა და კარგად შეისწავლა ეს სფერო, გადაწყვიტა ლევანმა საწარმოს განახლება გამომდინარე ბაზრის პოტენციალიდან. თავისი მიზნის განხორციელებაში მას მნიშვნელოვნად დაეხმარა 2014 წელს შეღავათიანი აგრო კრედიტი, რომლის შესახებაც სატელევიზიო რეკლამიდან შეიტყო.
ლევანმა მიღებული თანხით ააშენა თანამედროვე ტიპის საწარმო და გააფართოვა წარმოება. დღეისთვის კომპანია “ემირში” დასაქმებულია 30 ადამიანი, საწარმო გამართულია და მუშახელიც ყველანაირად უზრუნველყოფილი. კომპანია გადასამუშავებლად ჩაის იძენს იმერეთსა და სამეგრელოში არსებული პლანტაციებიდან. ამჟამად კომპანია მხოლოდ დასაყენებელ ჩაის ამზადებს, მაგრამ ლევანს აქვს სურვილი, რომ ერთჯერადი ჩაის დამზადებაც დაიწყოს და საქართველოს ბაზარზეც მოხდეს მისი რეალიზაცია. ჩაის მასალა, რომლითაც “ემირი” -ის აგურა ჩაი (ლაო ჩაი) მზადდება, არის პირველადი დაკრეფის შემდეგ დარჩენილი უხეში ფოთლები. მას სამომავლოდ მიზნად აქვს დასახული წარმადობის გაზრდა და აღნიშნავს რომ “შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის” გარეშე მისი გეგმის განხორციელება შეუძლებელი თუ არა საკმაოდ რთული იქნებოდა.
***
სტატიის წყაროა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო.
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”