კვირა , დეკემბერი 22 2024
geen

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი

იმედია თქვენს სამეწარმეო საქმიანობაში პრობლემა არ შეგექმნებათ, თუმცა თქვენი უფ­ლებე­ბისა და კანონიერი ინტერესების შელახვის შემთხვევაში დახმარებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს ბიზნესომბუდსმენს.

ბიზნესომბუდსმენი ზედამხედველობს საქართველოს ტერიტორიაზე პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული უფ­ლებე­ბისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, ავლენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ამ უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის ფაქტს და კანონით დადგენილი წესით ხელს უწყობს პირის დარღვეული უფლებების აღდგენას.

პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული უფ­ლებე­ბისა და კანონიერი ინტერესების დაცვას ბიზნესომბუდსმენი ახორციელებს ინდივიდუალურ და ერთობლივ განცხადებებზე რეაგირებით; საქართველოს კანონმდებლობაში და პრაქ­ტი­კაში ხარვეზების გამოვლენით; საინფორმაციო-საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელებით.

Comments

Comments

კომენტარის დატოვება