კვირა , დეკემბერი 22 2024
geen

შრომის ბაზრის ანალიზი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ”საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზის” დოკუმენტში გაანალიზებულია დასაქმებისა და უმუშევრობის მიმართულებით არსებული ტენდენციები, მათ შორის სექტორულ, ასაკობრივ, გენდერულ და რეგიონულ ჭრილში. იგი მოიცავს შრომის ბაზრის მიწოდებისა და მოთხოვნის კომპონენტებს და ამასთან განსაზღვრავს იმ ძირითად სექტორებს, რომლებშიც განსაკუთრებით მაღალი ეკონომიკური აქტივობაა მოსალოდნელი მომდევნო წლების განმავლობაში. კვლევის ფარგლებში დაკვირვების პერიოდად განსაზღვრულია 2009-2016 წლები, რაც დაკავშირებულია საქართველოს ეკონომიკის პოსტ-კრიზისული გაჯანსაღების და ზრდის ეკონომიკურ ციკლთან. კვლევის ბოლოს წარმოდგენილია დასკვნა და რეკომენდაციები, რომლის გათვალისწინებაც მომდევნო წლებში მიზანშეწონილი იქნება შრომის ბაზრის განვითარებისა და უმუშევრობის შემცირების ხელშეწყობისათვის.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება