2016 წლის ბოლოს საქართველოს ავტოპარკი 1,193,975 ავტომანქანისგან შედგებოდა. აქედან მსუბუქი და მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომანქანების წილი 81.6 % იყო, სამგზავრო ავტომანქანების – 4.5 %, ხოლო სატვირთოების წილი 8.3 % იყო. ავტოპარკის 91 % 2007 წლამდეა წარმოებული, 3 წლამდე ასაკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების წილი კი 1.3 %-ს შეადგენდა. საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებული იყო Mercedes-Benz-ის და Opel-ის მარკის ავტომანქანები, მოდელებიდან კი ლიდერობდნენ Opel Astra, Mercedes-Benz E, Mercedes-Benz C და Opel Vectra. ფერების მიხედვით პირველი ოთხეული შემდეგია: ავტომანქანების რუხი/ვერცხლისფერი ავტომანქანების რაოდენობა 292,450 იყო, თეთრის – 155,111, შავი ფერის – 132,039, ხოლო ლურჯ ავტომანქანების რაოდენობა 130,601 იყო. ავტოსატრანსპორტო საშუალებების 89 % კერძო პირების მფლობელობაში იყო. ავტოტრანსპორტის 36,7 % თბილისში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე ირიცხებოდა.
2016 წლის ავტოპარკის შესახებ სრული მონაცემები იხილეთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიშში.
***
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”