შაბათი , აგვისტო 2 2025
geen

Tag Archives: ეიზენჰაუერი

დროის მართვა

დროის ეფექტური მართვა ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია. თუ საკუთარ დროს კარგად ვერ განკარგავთ, ვერც სამსახურეობრივ და პირად მიზნებს მიაღწევთ. დროის მართვა მუდმივი წინააღმდეგობის წყარო იქნება თქვენთვის, სანამ დროის ფაქტორს სერიოზულად არ მიუდგებით. დრო ბალანსის ყველაზე დიდი წყაროა ცხოვრებაში. მნიშვნელობა არ აქვს ვინ ხართ, რამდენი წლის ხართ, რა სქესსა თუ რელიგიას წარმოადგენთ, მდიდარი ხართ თუ ღარიბი, თქვენ დროის იგივე რაოდენობა გაქვთ, რაც ნებისმიერ სხვა ადამიანს..

ვრცლად »

დროის მართვა: ნაწილი III

გაიხსენეთ თქვენი მიზნები და განსაზღვრეთ, თუ რა დაგეხმარებათ მათთან მისაახლოებლად. მიზნების მიღწევა ერთ ღამეში ვერ მოხერხდება,  ეს დროს მოითხოვს. აღნიშნული სიის გაკეთებით თქვენ განსაზღვრავთ ერთი დღის გეგმას, რომლის შესრულებაც გაცილებით ადვილია, ვიდრე გრძელვადიან მიზნებთან შეჭიდება. შეგიძლიათ დაიხმაროთ იუთუბი, ან TED საუბრები. ძნელია შეინარჩუნოთ კურსი დროსთან მიმართებით, თუ მამოძრავებელი ძალა დაკარგული გაქვთ. იპოვეთ გზები, რომ დაიბრუნოთ თავდაპირველი ცეცხლი ..

ვრცლად »

დროის მართვა: ნაწილი II

ჩარლზ დუიგმა საკუთარ წიგნში - "ჩვევის ძალა" აღწერა საბაზისო ჩვევები. არქიტექტურაში ქვაკუთხედი არის ქვა, რომელიც უზრუნველყოფს სხვა ქვების და მთლიანად შენობის სიმყარეს. ამის მსგავსად, საბაზისო ჩვევები ეხმარება ადამიანს არა მარტო სხვა კარგი თვისებების შეძენაში, არამედ ცუდი თვისებებისგან თავის დაღწევაშიც. ყურადღება გაამახვილეთ საბაზისო ჩვევებზე და მათ სრულყოფასთან ერთად შეამჩნევთ საკუთარ პროგრესს დროის მართვაში. გამორთეთ მეილი დღის განმავლობაში. ბუნებრივია, ადვილად გეფანტებათ ყურადღება და გიძნელდებათ..

ვრცლად »